2 ივლისი, ხუთშაბათი, 2026
2 ივლისი, ხუთშაბათი, 2026

გია აბაშიძე ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე: სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება უკვე დაწყებულია, ყველა გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება

კორუფცია და საქართველოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები არავის შერჩება, არაერთხელ დადასტურდა და 1 ივლისს შეგვახსენა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე, – წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება უკვე დაწყებულია, ყველა დამნაშავე გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება.

„კორუფცია და საქართველოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები არავის შერჩება, არაერთხელ დადასტურდა და 1 ივლისს შეგვახსენა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე.
ნებისმიერ ჩავარდნილ პროექტზე, რომლის დამკვეთია საქართველოს სახელმწიფო და ჯეროვნად არ სრულდება, პასუხი იქნება მკაცრი გინდ ადგილობრივი, გინდ უცხოელი შემსრულებლების მიმართ.

ოზურგეთის იმ კონკრეტულ პროექტზე სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება უკვე დაწყებულია, ყველა გამოვლინდება და შესაბამისად დაისჯება.“ – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები