გურამ მაჭარაშვილი: პეტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული და კარგია, რომ ეს ეპოქა დასრულდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის დიპლომატიური მისიის შესრულების ნაცვლად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა.

მაჭარაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი მხარს უჭერდა ძალადობრივი პროტესტის მონაწილეებს, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და ამით საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს აზიანებდა.

„პეტერ ფიშერი იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, დიპლომატიური საქმიანობის გარდა – მხარს უჭერდა ძალადობრივი პროტესტის მონაწილეებს, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და აზიანებდა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს. კარგია, რომ ეს ეპოქა დასრულდა. იმედი მაქვს, ახალი ელჩი, როგორც მინიმუმ, შეასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...