საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.
სამგლოვიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმსა და მეშჰედში გაიმართება. აიათოლა ალი ხამენეის მეშჰედში დაკრძალავენ.
აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს მოკლეს. სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, ისრაელის მიერ ნასროლი ბომბი დაეცა. მასთან ერთად სახლში დაიღუპნენ მისი ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და ერთ-ერთი რძალი.









