29 ივნისი, ორშაბათი, 2026
29 ივნისი, ორშაბათი, 2026

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, არასასიამოვნო. ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება

ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად, ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გული დაწყდებოდა, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, – განაცხადა “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრების მიერ დაწყებული ფიზიკური და ვერბალური პროვოკაცია გახდა ფიზიკურ დაპირისპირების დაწყების მიზეზი.

„არასასიამოვნო, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას. რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ, ვთქვათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება.

პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვერებისგან,“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები