28 ივნისი, კვირა, 2026
28 ივნისი, კვირა, 2026

თამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ, სინამდვილეში კი მომავალ თაობებსა და საზოგადოებას ახალ წესებს კარნახობენ და უზნეობის თავისუფლებასა და მიმღებლობას აიძულებენ

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში გამართულ პრაიდთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უნგრეთის LGBTIQ+ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, გარყვნილი ცხოვრების წესის ცხოვრებისეულ მორალად ქცევის იარაღი სწორედ ლგბტ პროპაგანდაა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სწორი და დროული აქცენტი გაკეთდა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე, რის შედეგადაც დამატებითი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები შეიქმნა.

„ლგბტ პროპაგანდა არის იარაღი, რათა გარყვნილი ცხოვრების წესი ცხოვრებისეულ მორალად იქცეს.

ზნეობასა და უზნეობას შორის ზღვარის წაშლა ის ომია, რომელშიც ყველა ქვეყანა სხვადასხვა ხარისხითაა ჩართული.

ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ ამ ტერმინით გადათარგმნონ თავისუფლება, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ, სინამდვილეში კი მომავალ თაობებს და საზოგადოებას ახალ წესებს კარნახობენ და უზნეობის თავისუფლებას და მიმღებლობას აიძულებენ.
ზნეობასა და უზნეობას შორის ომში გადარჩება მხოლოდ ის, ვინც მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, დაიცავს უფლებებს, გამოკვეთავს ისტორიულ, კულტურულ თუ რელიგიურ ღირებულებებს, რაზედაც დგას სახელმწიფო. უზნეობის პროპაგანდაში ჩართულნი არიან სხავადასხვა სახელმწიფოს დაბალი და მაღალი რანგის მეთაურები და ისინი ერთი ხელწერითა და გეგმით მოქმედებენ.

ახლახან ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ამაყობს ბუდაპეშტში გამართული პრაიდით და უხარია, რომ უნგრეთში ლგბტქ+ (LGBTIQ+) თემმა შეძლო შიშის გარეშე გამოეხატა თავისუფლება, რითაც დღეს მთელი ევროპა ამით ამაყობს.
მისი ეს პოზიცია არის ერთგვარი დირექტივა, რომელსაც ყველა სხვა ქვეყნებს ავალებენ.
ქართული სახელმწიფო ამ დირექტივის მიმართ გამონაკლისი არ არის, მაგრამ ის ლავირებას ახერხებს.

ქართული კანონმდებლობით დაცულია ყველას უფლება. ,,ქართული ოცნების“ პირობებში კი სწორი და დროული აქცენტი გაკეთდა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე და დამატებითი სამართლებრივი დაცულობის მექანიზმი შეიქმნა.
ქართული სახელმწიფო უფლებებს იცავს უფლებების დარღვევის გარეშე.

ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ ლიბერალების თავდასხმითი „თავდაცვა“ გაუმართლებელია და უზნეობისა და ზნეობის გასაყარზე ყველა ჩვენ წილს გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ.”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები