26 ივნისი, პარასკევი, 2026
26 ივნისი, პარასკევი, 2026

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიანი დანაშაულის საქმეზე სასამართლომ 17 დაკავებულს და მიმალვაში მყოფ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიან დანაშაულზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სასამართლომ 17 დაკავებულს და მიმალვაში მყოფ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. საქმეზე, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.

„მოწმეთა ათეულობით ჩვენება – მამხილებელი მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც არამარტო ამ ბრალდებულებს, არამედ სხვა პირებსაც ამხელენ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. ბუნებრივია, ამ მტკიცებულებათა ერთობლიობამ პროკურატურას მისცა შესაძლებლობა, რომ ამ ეტაპზე 55 პირის მიმართ დაეწყო სისხლის სამართლებრივი დევნა“, – განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები