25 ივნისი, ხუთშაბათი, 2026
25 ივნისი, ხუთშაბათი, 2026

ვიქტორ ჯაფარიძე ტატა ხვედელიანს: ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა. ხვედელიანმა მიმართა საქართველოს გენერალურ აუდიტს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უწყების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ხვედელიანმა გიორგი გაბიტაშვილს გაახსენა, რომ ის დასანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის მიერ. ჯაფარიძემ ხვედელიანს უთხრა, რომ თავადაც დასანქცირებულია, გარკვეულ ტელევიზიებთან და ორგანიზაციებთან ერთად. „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიმღებნი უსამართლოები არიან:

„გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია და პირადად მეც, ვიქტორ ჯაფარიძე, დასანქცირებული ვარ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე. ასე რომ, (ქალბატონო ტატა) ნუ ისაუბრებთ ამ თემაზე – არ არის ეს თქვენთვის მომგებიანი“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი უსამართლოდ დასანქცირების მიზეზი იყო დეპუტატის უფლება-მოსილების შესრულება- კანონისთვის მხარის დაჭერა.

„გავაგრძელებ სანქცირების თემას, რომელიც ტატა ხვედელიანმა ახსენა. გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია და პირადად მეც, ვიქტორ ჯაფარიძე, დასანქცირებული ვარ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე. ასე რომ, (ქალბატონო ტატა) ნუ ისაუბრებთ ამ თემაზე – არ არის ეს თქვენთვის მომგებიანი. ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას. ნუ საუბრობთ დასანქცირების თემაზე აქ, გთხოვთ,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები