4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ცოტნე ანანიძე: ჩვენი ისტორია სუვერენიტეტისთვის დაუღალავი ბრძოლის ქრონიკაა. ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუმინეთისა და მოლდოვის სამომავლო გაერთიანების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანანიძის განცხადებით, ოპოზიციის სურვილი საქართველომ მიბაძოს მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი არაფერს ნიშნავს “აცდენილია სახელმწიფოწიფოებრივ იდეალებს.”

“ჩვენი ისტორია სუვერენიტეტისთვის დაუღალავი ბრძოლის ქრონიკაა. ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს.”- წერს ცოტნე ანანიძე.

ცნობისთვის, რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.