ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მისი თანდასწრებით ნიკა მელია სააკაშვილს დედას აგინებდა

ნანუკა ჟორჟოლიანმა, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს დედას მისი თანდასწრებით აგინებდა.

ჟორჟოლიანის განცხადებით, მელია სააკაშვილს საჯარო სივრცეში, მათ შორის, პარტიაშიც, მის სხვა მხარდამჭერებთანაც აგინებდა.

„მოდი შევთანხმდეთ, რომ თავმჯდომარეს დედას რომ აგინებ, შენ თვითონ უნდა წახვიდე პარტიიდან, თორემ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ დავუჭირე მხარი ნიკას [მელია] იმიტომ, რომ ფორმები იყო არასწორი. მიშა სააკაშვილს [აგინებდა]. როდესაც შენ [აგინებ სააკაშვილს] საჯაროდ, ღია სივრცეში, პარტიაში, მათ შორის – ჩემთან, ბევრ ადამიანთან, რომლებიც იცოდა, რომ მიშას მხარეს წარმოვადგენდით და ეს სატელეფონო დაიდო კიდეც, ჩვენ ხომ გვახსოვს,“- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...