გიორგი კალატოზის შეფასებით – ცნობილ ვიდეოში, როდესაც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ – “რაღაცები მართალი იყო“

კომენტატორმა, გიორგი კალატოზმა, გადაცემაში „ორშაბათობა“ ისაუბრა ცნობილ ვიდეოზე, რომელშიც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ.

კალატოზის შეფასებით, იმ ვიდეოში „რაღაცები მართალი იყო.“

„კვარაცხელიას თემაზე მაგდა კლდიაშვილმა რომ ილაპარაკა, ჩემპიონთა ლიგა რომ იყო და კიდევ რომ მოიგო, ეგ რომ გინდება, მე არ გეუბნები რომ იმათ სწორად ილაპარაკეს, მე ბევრი შენიშვნა შეიძლება ვთქვა მაგ ვიდეოზე, რომ არ მომეწონა ეს სხვანაირად უნდა მომხდარიყო, მე კი არ ვამართლებ იმ ნარატივს რაც იქ გაჟღერდა, რაღაცები შეიძლება მართალი იყო, მთლიანობაში არ ვარ მაგ მხარეს, სხვანაირად ვიტყოდი მე, მაგრამ ეხლა ჩემპიონთა ლიგას იგებს მეორედ კვარაცხელია, მოდი Facebook-ზე შევალ ეხლა, იმათ ფოტოს დავდებ, აი ძალიან ცუდი საქციელია, ჯერ ხომ იმ ადამიანების მიმართაც, რა დააშავეს ეგეთი, რამხელა ბულინგის წინაშე არიან, ხალხო, თქვენ ვერ ხვდებით,“- განაცხადა გიორგი კალატოზმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ...

მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი...