17 ივნისი, ოთხშაბათი, 2026
17 ივნისი, ოთხშაბათი, 2026

გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია

ევროკომისია გლობალური შიმშილის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების ჩამორჩენა სიმაღლეში და ბავშვთა სიკვდილიანობა.

ევროკომისიამ მსოფლიოს მასშტაბით იმ 98 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობის შიმშილობა პრობლემას წარმოადგენს. პრობლემურ ქვეყნებს შორის ევროპიდან მხოლოდ სამი ქვეყანა მოხვდა – უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.

კვლევას მსოფლიოს სამი მოწინავე პროფილური საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი აწარმოებს: მოშიმშილეთა მსოფლიო დახმარების“ ორგანიზაცია, ორგანიზაცია „მსოფლიო შეშფოთება“ და ორგანიზაცია „მშვიდობის და შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი“.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ანგარიშის მიხედვით საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი სიღარიბის გამომხატველი ეს პრობლემა საქართველოში მოწინავე დონეზე და დადებითად არის გადაწყვეტილი.

კვლევის თანახმად, 100%-იანი სისტემით საქართველოს შეფასება 5%-ზე დაბალია, რაც საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.

ინდექსი 4 ფაქტორით ფასდება:

1. მოსახლეობის არასაკმარისი კვება:
მოსახლეობის წილი, რომლებიც საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებენ
2. წონის კლება ბავშვებში
ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც აქვთ დაბალი სიმაღლე მათი ასაკისთვის, რაც ასახავს გამოკვების ქრონიკულ არასრულფასოვნებას;
3. ბავშვების ჩამორჩენა სიმაღლეში
ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც აქვთ დაბალი წონა მათი სიმაღლისთვის, რაც ასახავს არასაკმარისი კვების მწვავე პრობლემას.
4. ბავშვთა სიკვდილიანობა

ბავშვების წილი, რომლებიც იღუპებიან 5 დღემდე ასაკში, რაც ნაწილობრივ ასახავს არაადეკვატური კვებისა და არაჯანსაღი გარემოს ფატალურ ნაზავს.

კვლევის მიხედვით საქართველოში არასაკმარისი გამოკვების დონე მოსახლეობის 2,5%-ზე დაბალია, წონის კლება ბავშვების 4,7%-ში შეინიშნება, ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ბავშვების 0,6%-ს ეხება, 5 დღემდე ასაკის ჩვილთა სიკვდილიანობა 0,9%-ს შეადგენს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები