ტრამპი: ირანთან შეთანხმება მიღწეულია, აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას გამოაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება მიღწეულია და აშშ დაასრულებს ქვეყნის საზღვაო ბლოკადას, რაც თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებში ყველაზე მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს.

„შეთანხმება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მიღწეულია. გილოცავთ ყველას!“ – განაცხადა ტრამპმა.

შეთანხმების დეტალები დაუყოვნებლივ არ გავრცელებულა, ხოლო თეირანს ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განკარგულებას გასცემს აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ მოხსნაზე: „მსოფლიოს გემებო, დაქოქეთ ძრავები! დაე, ნავთობმა იდინოს!“

„ამით ოფიციალურად ვადასტურებ ჰორმუზის სრუტის უსასყიდლოდ გახსნას და, ამავდროულად, დაუყოვნებლივ ვაუქმებ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადას“, – დასძინა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...