15 ივნისი, ორშაბათი, 2026
15 ივნისი, ორშაბათი, 2026

რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტსა და პრორუსული ბლოკის, „სომხეთის“ ლიდერ რობერტ ქოჩარიანს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. პოლიტიკოსმა ამის შესახებ 14 ივნისს შეიტყო, როდესაც ერევნის აეროპორტში თვითმფრინავში ჩაჯდომას ცდილობდა. როგორც მის ოფისში განაცხადეს, ქოჩარიანს გამგზავრება ყოველგვარი მიზეზის განმარტების გარეშე აუკრძალეს.

თითქმის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქრთამის აღების მცდელობებზე ისაუბრა და კორუმპირებული პირების დევნა დააანონსა, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.

რობერტ ქოჩარიანს სომხეთის პრეზიდენტის პოსტი 1998-დან 2008 წლამდე ეკავა, რის შემდეგაც მან მმართველი თანამდებობა მიიღო რუსულ საინვესტიციო კომპანიაში АФК „Система“. 2021 წლის მაისში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ, ქოჩარიანი სათავეში ჩაუდგა ბლოკს „სომხეთი“, რომელიც ორი, პრორუსული რიტორიკით გამორჩეული პარტიისგან შედგებოდა. ანალიტიკოსთა ნაწილი თავად ქოჩარიანს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობრად მოიხსენიებს.

7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკმა „სომხეთმა“ ამომრჩეველთა ხმების 12% მიიღო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები