ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი – ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა.

„რეგიონში არსებული არასტაბილურობის გამო, ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გამოცხადდა დახურულად ყველა გემისთვის, მათ შორის ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის. ნებისმიერი გემი, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება, სამიზნე იქნება“, – ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კომერციული გემები კვლავ აგრძელებენ სრუტეში შესვლა-გამოსვლას.

მანამდე, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა განაცხადა, რომ ორ გემზე, რომლებიც „ჰორმუზის სრუტეში არალეგალურად გავლას“ ცდილობდნენ, დარტყმა განხორციელდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ არცერთ ამერიკულ გემზე დარტყმა არ განხორციელებულა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...