10 ივნისი, ოთხშაბათი, 2026
10 ივნისი, ოთხშაბათი, 2026

AXIOS: აშშ-მა და ირანმა ერთმანეთი დაბომბეს

აშშ-მა სამშაბათს საღამოს ირანის წინააღმდეგ რამდენიმე სამხედრო დარტყმა განახორციელა, რაც, ვაშინგტონის განცხადებით, ირანის მიერ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებას მოჰყვა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

საპასუხოდ, ირანის სამხედრო ძალებმა რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იერიშების შესახებ განაცხადა.

ბოლო სამხედრო მოქმედებებმა რეგიონში ვითარების კიდევ უფრო გამწვავების საფრთხე გააჩინა, მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულების მიზნით შეთანხმების მიღწევას ცდილობს, წერს გამოცემა.

როგორც AXIOS-ი იუწყება, ამერიკულმა ძალებმა სამშაბათს საღამოს სამ ეტაპად განახორციელეს იერიშები, რომელთა სამიზნეც ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ირანის საჰაერო თავდაცვისა და რადარული სისტემები იყო.

ირანის სამხედროების ინფორმაციით, საპასუხო დარტყმები განხორციელდა იორდანიასა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებზე. ამასთან, ბაჰრეინის მეფის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების მოგერიება შეძლეს.

აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, ირანმა თავდაპირველი საპასუხო მოქმედებების ფარგლებში სულ მცირე ოთხი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები