10 ივნისი, ოთხშაბათი, 2026
10 ივნისი, ოთხშაბათი, 2026

ანა პაულინა ლუნა: რა ჯანდაბა ხდება გაერთიანებულ სამეფოში? კირ სტარმერ, თქვენს ხალხს სასტიკად კლავენ, ხოლო თქვენ ფაქტობრივად არაფერს აკეთებთ

ამერიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ სოციალურ ქსელ X-ში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მწვავედ გააკრიტიკა.

სტარმერის კრიტიკის მიზეზი წუხელ ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში მომხდარი არეულობა გახდა. ქალაქში ანტიიმიგრაციული მიტინგი არეულობაში გადაიზარდა. ხალხი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა თავდასხმის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც 30 წლის სუდანელი ლტოლვილი ბელფასტის მკვიდრს დანით ჭრილობებს აყენებს.

სუდანელი მამაკაცი პოლიციამ მოგვიანებით დააკავა. მას ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.

„რა ჯანდაბა ხდება გაერთიანებულ სამეფოში? კირ სტარმერ, თქვენს ხალხს სასტიკად კლავენ, ხოლო თქვენ ფაქტობრივად არაფერს აკეთებთ“, – დაწერა პაულინა ლუნამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები