ნიკოლ ფაშინიანი: დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით

დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ამ კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას – როგორ შეიძლება არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველო-ევროკავშირის, ასევე საქართველო-აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.

„დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...