წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. ხმების 56%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა ძალამ ხმების 50.86% მოიპოვა. ხმათა 23.19%-ით პარტიების ბლოკი ძლიერი სომხეთი მეორე ადგილზეა.
ბარიერი გადალახეს პარტიებმა „სომხეთმა“ და „აყვავებულმა სომხეთმა“. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მმართველი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.









