ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რეგიონებში გასტრო ტურებს აგრძელებს

კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონებში გასტრო ტურებს აგრძელებს.

როგორც „მხარე.ჯის” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად მორიგი ტური რაჭასა და ლეჩხუმში გამართა.

გასტრო ტურში გამოცდილი შეფმზარეულები მონაწილეობდნენ.

კულინარიის სპეციალისტები რეგიონში ადგილობრივ სამზარეულოს და კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.

„ტურის მონაწილეები რაჭაში ხვანჭკარას ეწვივნენ, ლეჩხუმში კი გვესოს ფერმა დაათვალიერეს, გაეცნენ ყველის წარმოებას, ესტუმრნენ „ზანდურის სახლს“ სადაც საოჯახო ეთნომუზეუმი, სალორე და მარანი მდებარეობს, ტურის ფარგლებში გაიმართა კერძების მასტერკლასები და ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია.

გასტრო ტურების მიზანია საქართველოს ყველა კუთხის სამზარეულოს წარმოჩენა, პოპულარიზაცია, სწორ ტურისტულ პროდუქტად ფორმირება და შემდეგ როგორც საერთაშორისო ასევე შიდა ვიზიტორთათვის შეთავაზება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...