4 ივნისი, ხუთშაბათი, 2026
4 ივნისი, ხუთშაბათი, 2026

პოლონელი ევროდეპუტატი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე „უკრაინის მეამბოხე არმიის“ განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს

პოლონელი ევროდეპუტატი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას ეწინააღმდეგება და კიევს პოლონელების გენოციდში დამნაშავე უკრაინის მეამბოხეთა არმიის განდიდების გამო მწვავედ აკრიტიკებს.

როგორც ევროდეპუტატი სოციალურ ქსელ X-ში წერს, პოლონელი დეპუტატები მიმართავენ ევროკომისიას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სკანდალური გადაწყვეტილებაზე და მოითხოვენ განმარტებას, რამდენად შეესაბამება „უკრაინის მეამბოხე არმიისგან“ კულტის შექმნა ევროპულ ფასეულობებსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების პროცესს.

„პოლონელებისთვის სახეში სილის გაწნა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ევროკომისიისგან მოვითხოვთ მკაფიო პასუხს კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა „უკრაინის მეამბოხე არმიის“ კულტი ევროპულ ღირებულებებთან და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან შეთავსდეს? მართლა, სჯერა, თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ ევროკავშირში არის ადგილი იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც პატივს მიაგებს ქალებისა და ბავშვების მკვლელებს? ჯგუფისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ვოლინში გენოციდზე, რამაც 120 ათასი პოლონელის სასტიკი მკვლელობა გამოიწვია? უკრაინას, რომელიც გამუდმებით საუბრობს სტეფან ბანდერასა და სხვა დამნაშავეებზე, ევროკავშირში გაწევრიანების ფიქრის უფლებაც კი არ აქვს“, – წერს პოლონელი ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონური მხარე მიიჩნევს, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები