ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთის რკინიგზა საქართველოს გავლით, უკვე ღიაა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის

სომხური პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტისთვის, აზერბაიჯანის მიმართულების შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც გაიხსნა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, თურქეთის რკინიგზა საქართველოს გავლით, უკვე ღიაა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის.

ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, – წერს ფაშინიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი...

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას...