ზელენსკი: ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული კომუნიკაციის შესახებ მომახსენა. ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ თათბირზე მას ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ მოახსენა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინული მხარე ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაძლიერებაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის.

„ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული კომუნიკაციის შესახებ მომახსენა. ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაძლიერებაზე და მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – დაწერა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, სიბიგამ და ბოჭორიშვილმა შეხვედრა კიშინეუში გამართული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში გამართეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა...

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების...