19 მაისი, სამშაბათი, 2026
19 მაისი, სამშაბათი, 2026

მარიო ნაუფალი: გერმანელმა მოზარდმა ოლაფ შოლცს სოციალურ ქსელში „ნაბიჭვარი“ უწოდა, რასაც სახელმწიფომ ოფიციალური სისხლისსამართლებრივი ბრალდებით უპასუხა

ამერიკელი პოდკასტერის, მარიო ნაუფალის ინფორმაციით, გერმანელმა კაცმა “ტვიტერზე” (X) ოლაფ შოლცს „ნაბიჭვარი“ უწოდა, რადგან მისი კომპიუტერული თამაშის, Fortnite-ის განახლება 173 კბ/წმ სიჩქარით იწერებოდა და 60 საათზე მეტი დასჭირდებოდა.

გერმანიის სახელმწიფომ ამას ოფიციალური წერილობითი სისხლისსამართლებრივი ბრალდებით – ცილისწამების კანონით უპასუხა.

აღნიშნულის თაობაზე იტყობინება ასევე “Clash Report”, რომლის ცნობით, გერმანელი მოზარდის მიერ გამოქვეყნებულ “ტვიტს მხოლოდ 503 ნახვა ჰქონდა.

თინეიჯერს 37.9 გბ-იანი ფაილიდან მხოლოდ 102 მბ ჰქონდა გადმოწერილი, პოლიცია მასთან უფრო ადრე მივიდა, ვიდრე გადმოწერა დასრულდებოდა. საქმე მას შემდეგ დაიხურა, რაც გერმანელმა მოზარდმა პოსტი წაშალა.

https://x.com/MarioNawfal/status/2056484461580341657

https://x.com/clashreport/status/2056586563883036673

ავტორი:

ბოლო სიახლეები