მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
როგორც ბართლომეოს I-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, ის ლოცულობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი – ღვთის სადიდებლად.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, დიდი სიხარულით მივიღეთ თქვენი უნეტარესობის არჩევის სასიხარულო ამბავი სრულიად საქართველოს უძველეს და სახელგანთქმულ საპატრიარქო ტახტზე, განსვენებული და დაუვიწყარი პატრიარქ ილია II-ის შემდეგ, რომელმაც დიდი და ისტორიული სამსახური გაუწია საქართველოს ეკლესიასა და მთელ მართლმადიდებლობას.
ვადიდებთ უფალს, მისი ეკლესიის დამფუძნებელსა და განმამტკიცებელს და ძმურად გილოცავთ. ვლოცულობთ, რომ თქვენი მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი – ღვთის სადიდებლად, თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველი ხალხის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.









