12 მაისი, სამშაბათი, 2026
12 მაისი, სამშაბათი, 2026

მამუკა მდინარაძე: დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს

დღეს მართლაც ისტორიული დღეა, მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს, – განუცხადა „ქრონიკას“ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სვეტიცხოველში, პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ზოგადად, ეს არის უმძიმესი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით წინა პატრიარქის შემდეგ.

„დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს. ზოგადად, არის უმძიმესი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ჩვენი წინა პატრიარქის შემდეგ მისი გზის გაგრძელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მისი თვისებებიდან გამომდინარე, ის ღირსეულად გაართმევს ამას თავს და იქნება, მათ შორის, გამორჩეული პატრიარქი პატრიარქთა შორის. ვუსურვებ ძალიან, ძალიან ბევრ წარმატებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები