ანდრია ჯაღმაიძე შიო მესამეზე: იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს

იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაფართოებული საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოს ახალი პატრიარქი, შიო მესამე აირჩიეს.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ახალი პატრიარქის არჩევნები უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

„მშვიდობით, ერთსულოვნებით იმოქმედა სინოდმა. ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე. გამოჩნდა ღვთის ნება, იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას – რაც...

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები...