ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ 12 მაისს გაიმართება, – განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა შიო მესამემ.

მისივე თქმით, სვეტიცხოველში მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.

„ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველი კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უახლოესი დღესასწაული გახლავთ ხვალ, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული. ამიტომ ინტრონიზაცია ხვალ, შედგება სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე. გილოცავთ და მადლობა შევწიროთ ღმერთს დღევანდელი დღისთვის“, – აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას – რაც...

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, რუსეთთან ურთიერთობები...