11 მაისი, ორშაბათი, 2026
11 მაისი, ორშაბათი, 2026

საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს – საეკლესიო კრებამ 142-ე პატრიარქად შიო მესამე აირჩია

სამების ტაძარში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე საქართველოს ახალ პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 13:00 საათიდან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო, მეუფე იობმა 9 და მეუფე გრიგოლმა 7 ხმა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო – სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, ილია II-ის გადაწყვეტილებით, უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა. ის არის ქორეპისკოპოსი, განსაკუთრებული დამსახურებების გამო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. დამთავრებული აქვს ბათუმის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლი – ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ის უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში სწავლობდა. 1988-1991 წლებში სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1996 წლის 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსად აკურთხა.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი – ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. მისი სასულიერო გზა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები