16 აპრილი, ხუთშაბათი, 2026
16 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამშენებლო არეალში 15 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

„თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით, სრულად ორმხრივი გახდება.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები