დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აბსოლუტურად მზად არის ითანამშრომლოს ქართულ ხელისუფლებასთან

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებაა.

მისი თქმით, წინა ადმინისტრაციის პერიოდში არსებობდა გარკვეული სირთულეები, თუმცა, ახალი ადმინისტრაცია თანამშრომლობისთვის მზად არის.

„საპარლამენტო გუნდი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ავითარებს სტრატეგიულ ურთიერთობებს. იყო სირთულეები ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან — ეს თავად ამერიკაშიც გაჟღერდა მათი მიერვე. თუმცა ახალი ადმინისტრაცია აბსოლუტურად მზად არის ითანამშრომლოს ქართულ ხელისუფლებასთან.

ჩვენგანაც არსებობს სრული მზადყოფნა და ეს მოლაპარაკებები ემსახურება იმას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ეს ურთიერთობები ახალ, პოზიტიურ ტალღაზე გადავიდეს,”—განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის გაფართოების კი არა, ამ ერთობის შენარჩუნების საკითხი დგას...

პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების მიერ გაჟღერებულ განცხადებებსა და მოახლოებულ გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ მოსალოდნელ ჩანაწერს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის...