უკრაინა მოატყუეს, რომ დაჩქარებული წესით ნატოს წევრი გახდებოდა. უკრაინა მოატყუეს, რომ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი გახდებოდა. უკრაინა მოატყუეს, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს გადასცემდნენ. უკრაინა მოატყუეს, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ, – წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.
ის მიმართავს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვისაც ქვეყანაში გადატრიალება უნდათ იმის გამო, რომ რაც მათ დაიჯერეს, ხელისუფლებამ არ დაიჯერა და მათ “ტრენდს აყოლილ ფარისევლებს” უწოდებს, რადგან ამდენ უსამართლობაზე პროტესტი არანაირი ფორმით არ გამოუხატავთ და თან ამტკიცებენ, რომ უკრაინის ბედი აღელვებთ
“უკრაინა მოატყუეს, რომ დაჩქარებული წესით ნატოს წევრი გახდებოდა.
უკრაინა მოატყუეს, რომ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი გახდებოდა.
უკრაინა მოატყუეს, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს გადასცემდნენ.
უკრაინა მოატყუეს, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ.
მოგმართავთ მათ, ვინც აქციებს გვიწყობდით, ქვეყანაში გადატრიალება გინდოდათ და დღემდე გინდათ, იმის გამო, რომ რაც თქვენ უკრაინასთან დაკავშირებით გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ.
ერთი პოსტით მაინც თუ გამოეხმაურეთ ამდენ უსამართლობას?! ვისაც საერთოდ არანაირი ფორმით პროტესტი არ გამოგიხატავთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამტკიცებთ, რომ უკრაინის ბედი გადარდებთ – თქვენ ხართ მხოლოდ ტრენდს აყოლილი ფარისევლები.
უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ!” – წერს ლევან მაჭავარიანი.









