პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები აგრძელებენ შეხვედრებს რეგიონების საკრებულოების „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებთან. ამჯერად გაიმართა ქვემო ქართლის შემაჯამებელი შეხვედრა ბოლნისისა და დმანისის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იყო ამ ორი მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობები, არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას და „ხალხის ძალის“ ხედვებს გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, ისე პარტიული სტრუქტურის გაძლიერებისთვის. მისი თქმით, „ხალხის ძალა“ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერებისა და ადგილობრივი პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტის მიმართულებით.









