საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრები იქნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; დაესწრებიან კონფერენციასაც, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი.









