საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ვერ აირჩევს მხარეს რეგიონულ ომში. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წილადების შეკრება შეუძლია, ამდენს ხვდება, – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებ მიმდინარე ომზე სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოს, ხოლო ის მედიასაშუალებები, რომელიც მხოლოდ ირანის ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, “ორლარიან პროპაგანდას” აწარმოებენ და მიიჩნევენ, რომ საკუთარ მკითხველს განცხადების წაკითხვა არ შეუძლია.
“საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ვერ აირჩევს მხარეს რეგიონულ ომში. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წილადების შეკრება შეუძლია, ამდენს ხვდება. საქართველოს ხელისუფლების განცხადება მიმდინარე ომზე არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, და მხოლოდ ირანის ნაწილს რომ ქარდავთ მედია, დებილი გგონიათ თქვენი მკითხველი, რომელსაც განცხადების წაკითხვა არ შეუძლია? საკუთარ თავს ეცით პატივი, ამ ორლარიან პროპაგანდას დიდი ხანია ერთმანეთს უყვებით უკვე,” – წერს დობორჯგინიძე.









