ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, წერს რომ „გამოვდივარ ინიციატივით შეიქმნას “ტვ-იმედის” და “პოს-ტვ” მხარდაჭერის საზოგადოებრივი ფონდი. მიიღება ნებისმიერი შემოწირულობა – თუნდაც 1 ლარი.“
მისი შეფასებით, ეს ინიციატივა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაციას შეუწყობდა ხელს. დღეს კი ასეთი კონსოლიდაცია ძალიან საჭიროა.
„მე გამოვდივარ ინიციატივით შეიქმნას “ტვ-იმედის” და “პოს-ტვ” მხარდაჭერის საზოგადოებრივი ფონდი. მიიღება ნებისმიერი შემოწირულობა – თუნდაც 1 ლარი.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ამ ინიციატივის განხორციელებას შეიძლება არ ჰქონდეს დიდი ფინანსური ეფექტი (თუმცა ვინ იცის!), მას ექნება უფრო მნიშვნელოვანი – მორალური მდგენელი.
ამით ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, უსამშობლოებს და მათ უცხოელ კურატორებს (უპირველეს ყოვლისა ბრიტანეთს) დაანახებდა, თუ როგორია ქართული საზოგადოების უმრავლესობის რეაქცია ბრიტანულ სანქციებზე ამ ტელეარხების მიმართ.
ჩემი აზრით, ეს ინიციატივა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის (რომელიც დარწმუნებული ვარ უმრავლესობაა) მეტ კონსოლიდაციას შეუწყობდა ხელს. დღეს კი ასეთი კონსოლიდაცია განსაკუთრებით გვჭირდება!“ – წერს ანჯაფარიძე.









