აშშ-ში ხვალიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იწყება – ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია კონგრესსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს

ხვალიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი იწყება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი იმყოფებიან.

დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები როგორც კონგრესში, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებას და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას.
დელეგაციის წევრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, რომელიც კონგრესში გაიმართება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც...