პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს “ხალხის ძალის” ფრაქციების წარმომადგენლებთან საკრებულოებში

პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერები ამჯერად წალკისა და თეთრიწყაროს საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო „ხალხის ძალის“ სამომავლო გეგმებს, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და “ხალხის ძალის” ხედვებს ამ მიმართულებით. თეთრიწყაროსა და წალკაში, „ხალხის ძალის“ ლიდერებს გააცნეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები, ისაუბრეს წალკისა და თეთრიწყაროს განვითარების პოტენციალზე.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ორივე რაიონი ძალიან პერსპექტიულია. მისი თქმით, მოისმინეს ადგილობრივების პრობლემებიც, რომელთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია მიწებისა და სახლების რეგისტრაციასთან.

შეხვედრებს წალკასა და თეთრიწყაროში ესწრებოდნენ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი ზურაბ ქადაგიძე და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე -ზაქარია წიკლაური.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: 2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს...

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა შეგნებულად გაწირა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები...