23 თებერვალი, ორშაბათი, 2026
23 თებერვალი, ორშაბათი, 2026

სიიარტოს განცხადებით, ნავთობსადენი „დრუჟბა“ დაზიანებული არ არის, მიწოდების შეწყვეტა კი უკრაინის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ბუდაპეშტში მიიჩნევენ, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსულ რაკეტას არ დაუზიანებია, უკრაინამ კი რუსული ნავთობის უნგრეთისთვის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რათა არჩევნებში მხარი უნგრულ ოპოზიციას დაუჭიროს.

შესაბამისი განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

„ნავთობსადენი „დრუჟბა“ არ დაზიანებულა არავითარი რუსული თავდასხმისგან. თავად მილსადენი დაზიანებული არ არის. ამჟამად მიწოდების განახლებისთვის არავითარი ფიზიკური მიზეზი ან დაბრკოლება არ არსებობს. ეს არის უკრაინის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის პირდაპირი შანტაჟი უნგრეთის წინააღმდეგ, რათა შეიცვალოს ჩვენი პოზიცია უკრაინასთან, ევროკავშირში გაწევრიანებასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სიიარტომ.

და გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინელები მოქმედებებს უნგრულ ოპოზიციასთან ათანხმებენ, რადგან უნგრეთი არჩევნებისთვის მზადების ეტაპზეა.

„ასე რომ, როდესაც უკრაინელები ნავთობის მიწოდების აღდგენას გადაწყვეტენ, ჩვენ შევძლებთ სიტუაციის გადახედვას. ბურთი მათ მოედანზეა და არა ჩვენსაზე“, – აღნიშნა სიიარტომ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები