14 თებერვალი, შაბათი, 2026
14 თებერვალი, შაბათი, 2026

ლიზ ტრასის განცხადებით, საფრანგეთის ქალაქ კალეში კრიმინალური ქსელი მოქმედებს, რომელსაც ლა-მანშის სრუტის გავლით გაერთიანებულ სამეფოში არალეგალი მიგრანტები ყოველდღიურად გადაჰყავს

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარი შოუს მე-10 ეპიზოდი გაერთიანებულ სამეფოში შექმნილ საემიგრაციო კრიზისს მიუძღვნა.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად ტრასმა ბრიტანეთის ქალაქებში მიგრანტების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე ისაუბრა და ხელისუფლება სრულ უმოქმედობაში დაადანაშაულა.

როგორც ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, საფრანგეთის საპორტო ქალაქ კალეში კრიმინალური ქსელი მოქმედებს, რომელსაც ლა-მანშის სრუტის გავლით გაერთიანებულ სამეფოში არალეგალი მიგრანტები ყოველდღიურად გადაჰყავს, ბრიტანეთის ხელისუფლება კი ადამიანების კონტრაბანდის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს.

„ბრიტანეთს ისლამისტები იპყრობენ. ისინი ყოველ დღე გამოდიან კალეს პორტიდან, ქმნიან ბანდებს ჩვენს ქალაქებში, აღწევენ ჩვენს ინსტიტუციებში. ამას მთელი მსოფლიო ხედავს. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა იხუმრა კიდეც, რომ ბრიტანეთი, შესაძლოა, გახდეს პირველი ჭეშმარიტად ისლამისტური ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი ექნება. რუპერტ ლოუს გამოძიებაში მოყვანილია მიგრანტების მიერ ჩადენილი ძალადობის არაერთი შემზარავი ფაქტი. მთავრობა კი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ყოფილი დამცველი, კირ სტარმერი ხელმძღვანელობს, არაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად. მთავრობას არ ჰქონია რეაგირება ბრიტანელ გოგონებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე იმის შიშით, რომ ისლამოფობიასა და რასიზმში არ დაედანაშაულებინათ. ამასობაში კი კალეს პორტიდან ყოველდღიურად გადმოდიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნავებით მიგრანტები. კალეში მოქმედებენ კრიმინალური ბანდები, რომლებიც ადამიანებით კონტრაბანდას ეწევიან ლა-მანშის გავლით და ამაზე ჩვენს ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს“, – განაცხადა ტრასმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი –...