13 თებერვალი, პარასკევი, 2026
13 თებერვალი, პარასკევი, 2026

კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს, უარი გვითხრეს დახლების თანხის გადახდაზე, იმიტომ რომ დახლების 90% უკვე გაყიდულია, ძირითადი მფლობელები ამ დახლებისა არიან სადისტრიბუციო კომპანიები, ჩაკეტილი წრეა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელმა, იოსებ მანჯავიძემ, ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც მის კომპანიას სუპერმარკეტების ქსელების მხრიდან დახლზე მოსახვედრად აქვს.

იოსებ მაჯავიძის განცხადებით, ქსელური სუპერმარკეტების დახლების თითქმის 90 % უკვე გაყიდულია და ახალ კომპანიას მასზე პროდუქციის განთავსების საშუალება არ აქვს. დახლები კი ძირითადად სადისტრიბუციო კომპანიების მიერაა შეძენილი.

„სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს ტკბილი სიტყვით, რომ „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა.“ მიზეზი იყო ის, რომ არ იყიდება იმ რაოდენობით, რომ ეს ჩვენთვის იყოს მომგებიანი. როცა ჩავყევით დეტალებში და ვუთხარით, რომ მოდით გადავიხდით დახლის თანხასაც, ყველა ამ გადასახადებში შემოგყვებით, უარი გვითხრეს იქიდან გამომდინარე, რომ დახლების თითქმის 90% უკვე გაყიდულია, ანუ ახალი კომპანია რომ შევიდეს რომელიმე ქსელში და მოითხოვოს დახლის შეძენას, სადაც განათავსებს თავის პროდუქციას უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ გაყიდულია.

ძირითადი მფლობელები ამ დახლების ქსელებისა არიან ისევ და ისევ სადისტრიბუციო კომპანიები, ანუ ჩაკეტილი წრე გამოდის. ჩვენ მივდივართ სადისტრიბუციო კომპანიასთან და ვეუბნებით, რომ მათ დაახლოებით 10-15 000 მაღაზიას ფლობენ და შეუძლიათ რომ რეალიზაცია მოახდინონ ნებისმიერ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას ვიძახი იქ უკვე სადღაც 40-დან 55 %-მდე გვიძვირდება უკვე ჩვენი პროდუქციის ფასი. არ მივდივართ და ვთქვათ ჩვენ თვითონ ვახდენთ რეალიზებას, ურთიერთობას სუპერმარკეტთან და იქ უბრალოდ არ ვართ წარმოჩენილები იმ დონეზე, რომ უბრალოდ პროდუქცია გაიყიდოს.

რეკლამის გაკეთებასაც აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გადაყრილი თანხებია მხოლოდ და მხოლოდ,“- განაცხადა იოსებ მანჯავიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები