შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მიზნებზე: ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი ეტაპი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი – შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტური

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ისაუბრა კომისიის სამომავლო მიზნებზე.

ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიზანი სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეფექტურობის გაზრდაა, რაც კარგად აისახება როგორც მომხმარებელზე, ისე ბიზნესზე.

„ჩვენ ახლა ვართ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზე. შემდეგი ეტაპი იქნება ანალიტიკა, ბოლო ეტაპი – შესაბამისი ინსტრუმენტების ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური, რაც მოგვცემს საშუალებას იმისა, რომ, ერთი მხრივ, ბაზრის კონკურენცია და კაპიტალიზაცია გაიზრდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ერთეულის ფასები შემცირდება და ეს მომხმარებლისთვისაც კარგია და ბიზნესისთვისაც, რადგან უფრო კონკურენტულ ფასში გაიყიდება უფრო მეტი პროდუქცია,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის...

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა წინასასამართლო გამოძიებათა რეესტრში შეიყვანოს ცნობები საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დავით არახამიას მიერ...