საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კულტურის მინისტრის მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად, ხორვატიის პირველ ლედის, სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, მიხეილ წერეთელმა სტუმრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის „ოქროს ფონდი“ დაათვალიერებინა.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ყოფნისას სტუმრებმა არქეოლოგიური (ძვ.წ. III ათასწლეულიდან ახ.წ. IV საუკუნემდე) და შუა საუკუნეების საგანძური დაათვალიერეს. ამ გამოფენებზე წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის გამორჩეული არტეფაქტები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვირფასი ნივთები, რომლებიც ასახავს ქართული ქრისტიანობამდელი და ქრისტიანული კულტურის სიმდიდრესა და ისტორიულ მემკვიდრეობას.









