აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობამ ევროპის ქვეყნებს ნატოს სამი სარდლობის მეთაურობა გადასცა. ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.
ევროპელები ამერიკელებისგან გადაიბარებენ ნორფოლკში, ნეაპოლსა და ბრიუნსუმში მდებარე რეგიონულ შტაბებს.
„6 თებერვალს ნატოს ქვეყნები სამეთაურო სტრუქტურაში თანამდებობების ახალ გადანაწილებაზე შეთანხმდნენ, სადაც ევროპელი მოკავშირეები, ახალი წევრების ჩათვლით, უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, – აღნიშნულია ნატოს განცხადებაში.
მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ნორფოლკის ბაზაზე მდებარე ნატოს სარდლობას დიდი ბრიტანეთი გადაიბარებს. ნეაპოლის სარდლობას მეთაურობას იტალია გაუწევს, ხოლო პოლონეთი და გერმანია როტაციის პრინციპით უხელმძღვანელებენ ბაზას ბრიუნსუმში.
აღსანიშნავია, რომ ნორფოლკში მდებარე სამხედრო ბაზა პასუხისმგებელია ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის არეალში საზღვაო ოპერაციებისა და სწავლების დაგეგმვასა და შესრულებაზე. ნეაპოლის სარდლობას ხმელთაშუა ზღვაში ოპერაციების ჩატარება ევალება. ხოლო ბრიუნსუმის სამხედრო ბაზა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.









