ზურაბ ქადაგიძე თსუ-სა და სტუ-სთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ეს არის დეკლარირებული კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან, რაც კარგია ასეთი დაძაბულობის ფონზე მიმდინარე რეფორმის პროცესში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ტექნიკური უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება.

მისი თქმით, საკითხზე მიღებული იქნა დეკლარირებული კომპრომისი, რაც კარგია მიმდინარე რეფორმის პროცესში.

„საქართველოში ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების სფეროს აუცილებლად სჭირდება რეფორმა. ეს არ არის სურვილი, ეს აუცილებლობაა. ამ აუცილებლობიდან გამომდინარე ჩნდება გარკვეული კითხვები, როგორც მაგალითად, ამ ორი უნივერსიტეტის [სტუ და თსუ] გაერთიანების პროცესში იყო, თუმცა საბოლოო ჯამში აკადემიურმა საბჭოებმა და ხელისუფლებამ ისაუბრეს და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე.

ეს არის დეკლარირებული კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან, რაც კარგია ასეთი დაძაბულობის ფონზე მიმდინარე რეფორმის პროცესში,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს...

„ევრობიუროკრატიის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია, ერთი მხრივ, ვითომ დიალოგზე საუბარი და, მეორე მხრივ, იმპერატიული ტონით ულტიმატუმების დაყენება: უკან გავიწვიოთ ჩვენს მიერ მიღებული...