McDonald’s-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

სწრაფი კვების ქსელმა McDonald’s-მა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტა, რუსეთში ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, – ამის შესახებ რუსული მედია როსპატენტის (რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების) მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ განაცხადი 2024 წლის დეკემბერში შეიტანა. როსპატენტმა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია 2026 წელს გადაწყვიტა.

McDonald’s-ის სავაჭრო ნიშანი რუსეთში შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვები პროდუქტების, მზა კერძებისა და სასმელების, ასევე სათამაშოებისა და ჭურჭლის გასაყიდად.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...