შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას.
ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2025 წელს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და 1,4%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ორ წელიწადში სამუშაო სიღარიბე 2,5-ჯერ, 2012 წელთან შედარებით კი 10-ჯერ არის შემცირებული.

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მაჩვენებლები. ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო დასაქმებულთა 19%, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც 17% ანუ საშუალოდ ყოველი მეექვსე დასაქმებული, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იმყოფებოდა.
სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში. ამ პერიოდში „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში საშუალოდ 6%-ს გაუთანაბრდა. ბოლო, ანუ 2025 წლის შეფასებით კი, ქვეყანაში, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა, დასაქმებულთა 1,4%-ია დარჩენილი, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია.

https://rshiny.ilo.org/dataexplorer95/?lang=en&segment=indicator&id=SDG_0852_SEX_AGE_RT_A

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...