9 თებერვალი, ორშაბათი, 2026
9 თებერვალი, ორშაბათი, 2026

დავით ქართველიშვილი: ველოდები, რომ 17 მაისს საქართველოში მართლმადიდებლების მილიონიან მსვლელობას აშშ-ის საელჩო შეუერთდება და აღნიშნავს დღეს, რომელიც მათი პრეზიდენტის მიერ მაღალფარდოვანი სიტყვით „ეროვნული ლოცვის დღით“ არის შემკობილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივას 17 მაისის ოჯახის და ლოცვის დღედ გამოცხადების შესახებ აფასებს. როგორც ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სრულებით არაა გასაკვირი, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია დიდ ქვეყნებს მისცეს ტრადიციების, ღირებულებების, რწმენის დაცვის მაგალითი. მან უპასუხა კითხვას, ხომ არ გახდა ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა ტრამპისათვის მისაბაძი ფაქტი.

დავით ქართველიშვილი იმედოვნებს, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელიც საქართველოს პატრიარქის ინიციატივით 17 მაისს აღინიშნება, ქართველ მართლმადიდებლებთან ერთად აღნიშნავს აშშ-ის საელჩოც.

„რატომ გვაქვს დაკნინებული წარმოდგენა საკუთარ სიბრძნეზე ან იმაზე, თუ რა მაგალითი შეუძლია მისცეს მოსახლეობით, ტერიტორიით პატარა ქვეყანას დიდ „მონსტრებს“ მხოლოდ იმის გამო, რომ იცავს საკუთარ ტრადიციებს, იდენტობას, სუვერენიტეტს და პატარა ბიბლიური დავითის როლში გამოდის, რომელიც არ უშინდება არცერთ დიდ გოლიათს.

პირიქით, 17 მაისს მე ველოდები, რომ ქართველი ხალხის, ქრისტიანების, მართლმადიდებლების მორიგ მილიონიან მსვლელობას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მთელი პირადი შემადგენლობა შეუერთდება და ისინი მიიღებენ მონაწილეობას ამ ერთობლივ ღონისძიებაში, რომელიც მათი პრეზიდენტის მიერ მაღალფარდოვანი სიტყვით – „ეროვნული ლოცვის დღით“ არის შემკობილი. პირველად, დანიგანისა და დეგნანის შემდეგ, მათ აქვთ შესაძლებლობა ქართველებთან ერთად ამ საერთო ლოცვაში მიიღონ მონაწილეობა. თუ რამე ამ კუთხითაც შეგვიძლია ვასწავლოთ, აუცილებლად უნდა გავუზიაროთ,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები