9 თებერვალი, ორშაბათი, 2026
9 თებერვალი, ორშაბათი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი: საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომელიც საკმაოდ შინაარსიანი იყო და მოკლე დროშიც შევძელით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც დღეს საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში დგას

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ბოლო დღეებში აშშ-ის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ სპეკულაციებზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საკმაოდ შინაარსიანი საუბარი შედგა, როგორც ჯეი დი ვენსთან, ისე მარკო რუბიოსთან და განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საქართველოს და აშშ-ის დღის წესრიგში დგას.

„ორივე დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა კომუნიკაცია გვქონოდა აშშ-ის წარმომადგენლებთან. პირველ დღეს უფრო მეტად კომუნიკაცია შედგა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან, ხოლო მეორე დღეს უფრო მეტად საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომელიც იყო საკმაოდ შინაარსიანი და იმ მოკლე დროშიც ჩვენ შევძელით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც დღეს დგას საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები