საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.
ბოჭორიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.
„მქონდა შესაძლებლობა, მილანის ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში, გავსაუბრებოდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ერთი რამ, რაც ცხადია და გაცნობიერებულია, არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში, რაც დახვდათ და სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების და შემდგომ უკვე იმ საკითხების განსახილველად, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან. სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დატვირთული იქნება შინაარსით ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.









