“მორიგი დასტური, რომ საქართველო დასავლეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და საჭიროა დიალოგი არაერთ საკითხზე” – მმართველი გუნდი ევროკომისიის კვლევას კიდევ ერთხელ აფასებს.
ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მიერ გუშინ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ “საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება”.
“ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში არის თავისი შინაარსით, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს არა მხოლოდ როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, არამედ, როგორც მნიშვნელოვან შუა დერეფნის როლს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაკავშირებადობის ნაწილზე. ახლა სწავლობენ რეგიონს და მათთვის ახალია, რომ საქართველო სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და სწორ პოლიტიკას ახორციელებს დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის როლში, ზოგიერთი ბიუროკრატისთვის ეს მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას და ყველა იმ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულებას, რომელზეც საუბარი არის ამ ანგარიშში”, – აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.









